1.პროექტის სახელწოდება: ვარსკვლავები დღისით და ღამით.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): მოსწავლეები გაეცნონ ვარსკვლავების შესახებ ინფორმაციას. ჩანს თუ არა ვარსკვლავები დღისითაც და ღამითაც. თვითონ " შექმნან ვარსკვლავიერი ცა".
3.პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობისას მოხდება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და შემეცნებითი ინტერესების გაღვივება.მოსწავლეები დააკვირდებიან ცას,ღამით ვარსკვლავების განლაგებას,სიკაშკაშეს, ფერს,ციმციმს...მათ "მოძრაობას". ისწავლიან საკუთარი აზრების გამოხატვას,განსაკუთრებული ინფორმაციის მოძიებას ისტის საშუალებით,მოისმენენ საინფორმაციო გამოშვებებებს და ჩაინიშნავენ მათთვის საინტერესო მასალას.განუვითარდებათ მოპოვებული მასალის დახარისხებისა და კვლევის უნარები.
4.პროექტის აქტუალობა: პროექტის მონაწილეებმა უნდა შეისწავლონ ვარსკვლავიერი ცა. ისწავლონ პრობლემის და სასარგებლოს დანახვა,მისი ანალიზი შეძლონ და რაც მთავარია, ჯგუფში მუშაობის ჩვევა გამოიმუშაონ.
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
6.ვადებ/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ვარსკვლავებს და მიიღებენ მეტ თეორიულ ცოდნას მათ შესახებ.შეეჩვევიან (მასალების) ინფორმაციების მოძიებას და საკუთარი დაკვირვებების შედეგად ცოდნის შეძენას. შექმნიან ფოტოალბომს და ვიდეომასალას,შექმნიან ვებ-გვერდს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო-ასტრონომია XI . ფოტოაპარატი, წიგნი-სახალისო ასტრონომია,ჟურნალი-ასტრონომია (ევგ.ხარაძე), დურბინდი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კალამი, ფურცლები, მუყაოს ყუთი, ბნელი ოთახი, ნათურა ყუთში, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
- შევარჩიოთ საპროექტო თემა გონებრივი იერიშის მიხედვით.
- იდეის, მიზნების და ვადების გაცნობა.
- არჩეული თემის განხილვის შემდეგ სამუშაო გეგმის შედგენა და კლასის დაყოფა ჯგუფებად.
- დავალებების გადანაწილება ჯგუფების მიხედვით, რომლებსაც ერთად ჩამოაყალიბებენ.
- მოხდება მოსწავლეების მიერ მოგროვილი ინფორმაციის დახარისხება, პრეზენტაცია, ფოტო და ვიდეომასალის პროექტორით ჩვენება.
- პრაქტიკული სამუშაო:დღის სინათლეზე ვარსკვლავების გაქრობა.წინასწარ შეგროვილი საჭირო რესურსებით ქმნიან ვარსკვლავიან ცას ბნელ ოთახში და შემდეგ კაშკაშა შუქით ვარსკვლავებს გააქრობენ.
- მოსწავლეთა შეფასება მოხდება მათი მუშაობაში ჩართულობით და მიღებული წვლილით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას(ფიზიკა, გეოგრაფია, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ქიმია) სხვადასხვა დისციპლინებში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას. პედაგოგებს შეეძლებათ დაუკავშირონ არჩეული ღონისძიებები ესგ გათვალისწინებულ შედეგებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა მჭედლიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mchedlishvili57@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: leilamchedlishvili.blogspot.com